შპს “ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი

სკოლა-გიმნაზია

 

შპს “ბესიკ ნიპარიშვილი მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის ოფიციალური ვებ გვერდი

მთავარი

ჩვენს შესახებ

პედაგოგები

შინაგანაწესი

მიღწევები

რეიტინგი

ღონისძიებები

მედია

გალერეა

კურსდამთავრებულები

არქივი

  
ამინდი
 

კალენდარი

კონტაქტი

 

საქართველო, კასპი 2600

სააკაძის ქ.#126

ტელ. 8-371-22-47-83 

5-99 36-51-33

ელ-ფოსტა:   

  gimnaziakaspi@gmail.com   

ან   besikniparishvili@mail.ru

 

    შინაგანაწესი                                              
 


შეთანხმებულია პედაგოგიურ საბჭოსთან

ვამტკიცებ, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა–გიმნაზიის დირექტორი – ბ.ნიპარიშვილი

2022 წლის 11 მაისი


შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი
სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესი
(კორექტირებული)



მუხლი I. ზოგადი დებულებები
1. შინაგანაწესი შედგენილია „საქართველოს კონსტიტუციის”, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების” შესახებ, ,,შრომის კოდექსისა” და სკოლის წესდების საფუძველზე. შინაგანაწესის მიზანია განსაზღვროს: სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა; სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები; სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება; სკოლას, მოსწავლე-ებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობები და სხვა.
2. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის გამოყენებით და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებს.
3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანო-ნით, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის, სკოლის წესდების, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, მასწავლებლისა და დი-რექტორის ეთიკის კოდექსების, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ შინაგანაწესის საფუძველზე.
4. სკოლის ხელმძღვანელობას ახორციელებს დამფუძნებელი, რომელიც ამავე დროს დირექტორიცაა. შემდეგში შესაძლებელია სკოლის ხელმძღვანელობა განახორციელონ მისმა მემკვიდრეებმა თანაბარი უფლებებით. იგი აკონტროლებს სკოლის საქმიანობას წესდების შესაბამისად.
5. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო - პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით შეიმუ-შავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას. იგი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით.
6. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. სკოლას სასწავლო და სამართლებრივი ურთიერთობები აქვს თანამშრომლებთან, მოს-წავლეებთან და მათ მშობლებთან. სკოლასა და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თარიღად ითვლება ფაქტიური სამუშაოს დაწყების დრო. სკოლის თანამშრომელთა გადაცდომას განიხილავს სასწავლებლის დირექტორი, ხოლო მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომას – დისციპლინური კომიტეტი.
7. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლის მარეგლამენტირებელ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სკოლის დირექტორსა და დასაქმებულთა, მოსწავლეთა და მათ მშობელთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებს.
8. თანამშრომლის დასაქმების დროს დირექტორი მას აცნობს წინამდებარე შინაგანაწესს. თანხმობას მასში მითი-თებული პირობების განსახორციელებლად იგი ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ, თანამშრომელს თავის საქმიანობიდან გამომდინარე გადაეცემა სკოლის გარკვეული ქონება, მასთან ფორმდება დამატებითი ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
9. სკოლის თანამშრომელთა დასაქმებისა და შრომის პირობები, ასევე მოსწავლეთა და მათ კანონიერ წარმომა-დგენელთა შორის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრუ-ლებით, ან წინამდებარე შინაგანაწესით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი შრომისა და სხვა კანონმდებ-ლობით.
10. სკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი აღზრდა; მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად ათვისება; მოსწავ-ლეებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერების, სამართალშემწყნარებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ეროვნული ღირებულებების მიმართ პატივისცემის უნარი; მოზარდებში დამკვიდრ-დეს ჯანსაღი ცხოვრების წესი; მოსწავლეები აღიზარდონ ისე, რომ მომავალში შეძლონ ქვეყნის ინტერესების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრება და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტური გამოყენება.
11. სკოლა უზრუნველყოფს: გადაწყვეტილებებისა და დირექტორის ბრძანებების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მოსწავლეთა მიმართ თანა-სწორ მოპყრობას; კონკურსებისა და სხვადასხვა პროექტების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალო-ბას.
12. შინაგანაწესის დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სკოლის დირექტორი.

მუხლი II. თანამშრომელთა სამსახურში მიღება და გათავისუფლება, შრომითი ურთიერთობების შეჩერება
1. სკოლაში მასწავლებლის მიღება ხდება ღია კონკურსის გზით ან სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით კონკურსის გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. განცხადებების გავრცელება სკოლის მასწავლებ-ლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონულად (www.teacherjobs.ge). 2. სამუშაოზე მიღებისას დირექტორი უფლებამოსილია, მისაღები პირისაგან მოითხოვოს ის დოკუმენტაცია, რო-მელიც საჭიროა მისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გან-ხილვისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით. 3. პედაგოგის, სკოლის დირექციის წევრის, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის სკოლასთან შრომითი ურთი-ერთობა წარმოიშობა დირექტორის ბრძანებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ფორმდება წერი-ლობით. შრომითი ხელშეკრულება დგება ორ თანაბარი იურდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად ხელმოწერი-ლი ორივე მხარის მიერ. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დასაქმებულს, მეორე ინახება ადმინისტრაციაში. 4. შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, სკოლაში კონკრეტულ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შრომით ხელშეკრულებას, სკოლის შინაგანაწესს და შესაბამის სამუშაო აღწერი-ლობას. 5. შრომით ხელშეკრულებაზე დასაქმებულის ხელმოწერა ადასტურებს წინამდებარე შინაგანაწესისა და შესაბამი-სი სამუშაო აღწერილობის დასაქმებულის მიერ გაცნობისა და მათში ასახული პირობების შესრულებაზე დათან-ხმების ფაქტს. 6. შრომით ხელშეკრულებებს სკოლის სახელით ხელს აწერს სკოლის დირექტორი. 8. შრომითი ხელშეკრულება თანამშრომელთან ფორმდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
9. სკოლის დირექტორს უფლება აქვს მოთხოვოს თანამშრომელს დახასიათება-რეკომენდაცია უკანასკნელი სამუ-შაო ადგილიდან და სხვა სახის დოკუმენტები სკოლის დირექტორის შეხედულებისამებრ.
10. თითოეულ თანამშრომელზე, სკოლაში მისი მიღების მომენტიდან იხსნება პირადი საქმე, სადაც უნდა ინახე-ბოდეს: ავტობიოგრაფია/CV, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, ნასამართლეობის ცნობა, სქესობრივი დანაშაულის შესახებ ნასამართლეობის ცნობა, კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მასწა-ვლებლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და 1 ფოტოსურათი 3/4 დაბეჭდილი. 11. დირექცია ვალდებულია სკოლაში მისაღებ პირს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების, მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაც-ვის უზრუნველყოფის მიმართულებებით. 12. დასაქმებულთან ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე-ვებში. 13. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შესაძლებელია შეწყდეს შემდეგ შემთხვევებშიც: ა) სასწავლებლის ეკონომიკური გარემოებების გაუარესებისას, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებე-ბისას, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ბ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ–ჩვევების შეუსაბამობისას მის მიერ დაკავებულ თანამ-დებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; გ) ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ ეს ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავ-ლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს. ამასთან, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართვე-ლოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 21–ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება. 14. თანამშრომელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სასწავლებლის დირექტორი გამოსცემს შესაბა-მის ბრძანებას. 15. პედაგოგის გათავისუფლებისას, ახალი პედაგოგის დანიშვნამდე, მის ფუნქციებს ახორციელებს იმავე საგნის ან საგნობრივი ჯგუფის სხვა პედაგოგი. 16. თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია სკოლის დირექ-ტორი წერილობით გააფრთხილოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე. გაფრთხილებიდან აღ- ნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა. 17. ერთთვიანი შეტყობინების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს დაეკისრება დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანის თანაზომიერი ფინანსური სანქცია – დასაქმებულის ერთი თვის შრომის ანაზღაურების სა-ხით. 18. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში სკოლას შეუძლია იგი ჩაანაცვლოს სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლით. 19. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია მუდმივად დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
მუხლი III. ძირითადი მოვალეობანი
1. სკოლის პედაგოგები ვალდებული არიან:·ზუსტად შეასრულონ შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით გან-საზღვრული პირობები, დაიცვან შრომის დისციპლინა, დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დრო-ულად და ხარისხიანად შეასრულონ ხელმძღვანელის განკარგულებანი, მუდმივად გამოავლინონ შემოქმე-დებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად, დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა, უწყვეტად სრულყოფდნენ პროფესიულ კვალიფიკაციას თანამედროვე მოთხო-ვნათა შესაბამისად, პასუხი აგონ სწავლა_სწავლების შედეგებზე, აღზარდონ ღირსეული, განათლებული, სა-მოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებები; არ დაუშვან დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რე-ლიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური წარმომავლობის შესახებ; პედაგოგის ეთიკის კოდექსი შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია;
2. სკოლის არაპედაგოგიური პერსონალის მოვალეობა განისაზღვრება მათთვის დადგენილი წესით;
3. სკოლა–გიმნაზიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია სკოლათან პირდაპირი კომუნიკაციის გარდა გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა/მობილური ტელეფონი;
4. თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმა- ცია ჩაითვლება თანამშრომლისათვის ჩაბარებულად;
5. მუდმივად დასაქმებულს უფლება არა აქვს, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე შეასრულოს სხვა სამუშაო, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეო-ბების შესრულებას.
მუხლი IV. კონფიდენციალურობა
1. დასაქმებული ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა ნებისმიერ ინფორმაციასთან, ფაქტებთან, პროცე-სებთან დაკავშირებით, რომლის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სამუშაოს შესრულების პერიოდში, ან ამ ინფო-რმაციის ხასიათიდან გამომდინარე დამსაქმებელი დაინტერესებულია, რომ ის დარჩეს კონფიდენციალურად;
2. მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც დამსაქმებლის ზეპირი ან წერი-ლობითი მითითების, ან ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაციის ფორმით შეფასებულია, როგორც სამსახურეობ-რივი, კომერციული საიდუმლოება, ასევე საიდუმლოება, რომლის დაცვაც მნიშვნელოვანია დამსაქმებლის სასი-ცოცხლო, მატერიალური, ეკონომიკური ინტერესებისთვის, ასევე მასში მომუშავე პერსონალის პირადი სფეროსა და სამსახურეობრივი საქმიანობისთვის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის, საწარმოს კონკურენტ-უნარიანობისა და ქმედითობის შენარჩუნებისთვის, ჩაითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად, ასევე ნებისმი-ერი ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები), რაც ცნობილი გახდა დასაქმებულისთვის საქმიანობის განხორციე-ლებისას; 3. კონფიდენციალურობის დაცვაში იგულისხმება, რომ დასაქმებული ვალდებულია, გამოიყენოს მისთვის სამსა-ხურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მიწოდებული/გამჟღავნებული ყველა მონაცემი თუ დოკუმენტი, მხოლოდ დამსაქმებლის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, ნემისმიერი სხვა პირისთვის მისი გამჟღავნების გარეშე; 4. ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად უნდა იყოს დაცული და იგი მესამე პირებისთვის არ უნდა გახ-დეს ცნობილი პირდაპირი ან/და არაპირდაპირი გზით; 5. სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, დაუბრუნოს მის მფლობელობა-ში არსებული ყველა დოკუმენტი დამსაქმებელს. დოკუმენტების სრულყოფილი გადაცემა რომელიმე მხარის მო-თხოვნის შემთხვევაში დასტურდება წერილობით დამსაქმებლის წარმომადგენელსა და დასაქმებულს შორის. დასაქმებული უფლებამოსილი არაა გადაიღოს საქმიანი დოკუმენტაციის ფოტოასლები ან ჩანაწერები პირადი მიზნებისთვის; 6. მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაც-ვის პირობების როგორც განზრახ, აგრეთვე გაუფრთხილებლობით დარღვევის შემთხვევაში; 7. კონფიდენციალური ინფორმაციის დარღვევის გამო დასაქმებულს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მუხლი V. სამუშაო დროის აღრიცხვა და კონტროლი. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება,
გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები
1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველთვიური აღრიცხვა წარმოებს ელექტრონული ტაბელისა და სათანადო უწყისზე ხელმოწერის დადასტურებით; 2. იკრძალება სხვა თანამშრომლის ნაცვლად სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დაფი-ქსირება; 3. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან სამუშაო დროის განმავლობა-ში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს სკოლის დირექ-ტორი გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფ-ნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით; 4. გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლო-ბის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დაუყო-ვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი საათისა სამუშაოს დაწყებამდე, აცნობოს დირექტორს გამოუცხადებლობის/ სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი; 5. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატი-ოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი;
6. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება; 7. საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახუ-რის დატოვებისას შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვ-რული პასუხისმგებლობის ზომები. 8. განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, ოჯახის წევრის გარდაცვალება, ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფო-ბა, ოპერაცია ან უბედური შემთხვევა), დასაქმებულის მიერ სამუშაოს გაცდენა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, ჩაი-თვლება საპატიოდ და მას არ დაუკავდება შრომის ანაზღაურება.
მუხლი VI. სკოლის სტრუქტურა
სტრუქტურა ასეთია: დამფუძნებელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ან კლასგა-რეშე მუშაობის ორგანიზატორი, პედაგოგიური საბჭო, ექიმი, ბუღალტერი, საინფორმაციო მენეჯერი, საქმის მწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მუშაკი და დამლაგებელი.
მუხლი VII. სასწავლო პროცესი
სწავლება დაწესებულებაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადავლენ მომდევნო კლასებში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლე-ბელია, საშუალო საფეხურის დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე გაშვებულ იქნას სკოლიდან პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილების ან დირექტორის ბრძანების საფუძველზე. სასწავლო პროცესის მონა-წილეები არიან: მოსწავლეები, მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, მასწავლებლები და დაწესებუ-ლების ხელმძღვანელები.
მუხლი VIII. პედაგოგთა უფლებები და ვალდებულებები
1. სკოლის ყველა პედაგოგს უფლება აქვს დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლებლის რეsurსით. პედა გოგებს უფლება აქვთ მოითხოვონ და მონაწილეობა მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკი- თხების გადაწყვეტისას აზრის გათვალისწინებასა და განხილვაში. პედაგოგები გაერთიანებული არიან სკო-ლის პედაგოგიურ საბჭოში, სადაც ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. პედ.საბჭოს სხდო- მა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სკოლა ვალდებულია დროულად გადაუხა-დოს პედაგოგებს შრომის საფასური.
2. პედაგოგები უნდა აკმაყოფილებდნენ სკოლის მოთხოვნის შესაბამის კვალიფიკაციას. სკოლის ყველა პედა- გოგს ევალება: დაიცვას სასწავლებლის შინაგანაწესი, არ დაუშვას ფიზიკური ძალადობის გამოყენება მოს-წავლეთა მიმართ, იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, მისცეს მოსწავლეebს ხარისხიანი განათლება, დროულად გამოცხადდეს სკოლაში და არ დაიგვიანოს გაკვეთილზე. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, წი-ნასწარ (ერთი დღით ადრე) აცნობოს დირექციას, გაკვეთილის დაწყებისთანავე დააფიქსიროს მოსწავლეთა დასწრება. სამუშაო დღე თითოეული მასწავლებლისათვის განისაზღვროს გაკვეთილების ცხრილის გრაფიკის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი დროით. ყველა პედაგოგი ვალდებულია დაესწროს პედა-გოგიური საბჭოს სხდომებს, იმორიგეოს დირექციის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. პედაგოგებმა უნდა დაიცვაn კოლეგებთან, მოსწავლეებთანა და მათ მშობლებთან ურთიერთობისას მიმართვის ფორმები, ისინი უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს საპატიო მიზეზით გაცდენის გამო გაუგებარი მასალის გარკვევაში, მათ უნდა დაიცვაn ეთიკისა და ჩაცმის ნორმები. კატეგორიულად iკრძალeba მობილური ტელეფონით სარ-გებლობა გაკვეთილის მსვლელობისას (ეს შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის). მას-წავლებელი ვალდებულია გამოძახებულ მოსწავლეს განუმარტოს, თუ რომელი კომპონენტით აფასებს მას. პედაგოგი ვალდებულია მოამზადოს მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის. ყველა პედაგოგი ვალდებულია დაესწროს კათედრის სხდომებს. გაკვეთილებს შორის თავისუფალი დრო საჭიროების მიხედვით გამოიყენოს პროფესიული დონის ასამაღლებლად (გაკვეთილებზე ურთიერთდასწ-რება, მეთოდური ლიტერატურის გაცნობა, საგნობრივ ღონისძიებებზე მუშაობა და სხვა); გაკვეთილებს შორის დიდი შუალედის შემთხვევაში, პედაგოგს სურვილისას უფლება აქვს დატოვოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. პედაგოგებს რეკომენდაცია ეძლევათ, გაკვეთილების მსვლელობის დროს არ გაუშვან მოსწავლე ები კლასიდან მათი მოთხოვნის საფუძველზე, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ეს, ნაკლებად ეხება დაწყებითი კლასების ბავშვებს. დაუშვებელია მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდება.
მუხლი IX. სამუშაო დრო და პირობები, დასვენების დღეები და შვებულება
1. სასწავლო წლის ხანგრძლივობა და რეჟიმი განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირითა და 2 დასვენების დღით ან 6 დღიანი სამუშაო კვირითა და 1 დასვენების დღით. კერძოდ, 6–დღიანი სწავლება დასაშვებია მაშინ, თუ: ა) სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას; ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები. ამ შემთხვევაში სკოლა ვალ-დებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს; გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვე-ნების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.
სასწავლო წლის ხანგრძლივობა II-XI კლასებში მინიმუმ 35 სასწავლო კვირაა, ხოლო I და XII კლასებში – მინიმუმ 30 კვირა. კვირის სამუშაო რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს დირექტორის ბრძანებით.
პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 7–10 წუთით ადრე ყო-ველდღიური საათობრივი ნორმატივის გათვალისწინებით. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავში-რებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი ბრძანებით. გაკვეთილების ცხრილსა და დღის რეჟიმს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი ან დირექტორის მოადგილე. გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია. თათბი-რებზე, კათედრებისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე შესაბამის პირთა დასწრება სავალდებულოა. მას-წავლებლის სამუშაო დრო განისაზღვრება მისი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, შიდა სას-კოლო გაკვეთილისათვის მოსამზადებელი და შემაჯამებელი შედეგების შედგენის პერიოდთან ერთად. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 საათს.
2. სასწავლო წლის დაწყების, დამთავრებისა და არდადეგების დრო განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით. სასწავლებელში სწავლის დაწყება და დამთავრება შეიძლე-ბა შეიცვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით, რის გამოც სასწავლე-ბლის დირექტორი გამოსცემს სათანადო ბრძანებას. გაკვეთილები იწყება 9 საათზე და მთავრდება 16 საათსა და 35 წუთზე. დირექტორს უფლება აქვს ეს დრო შეცვალოს საჭიროებისამებრ, ბრძანებით (დიდი ყინვები და სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და სხვა). დასაქმებულს უფლება აქვს სამუშაო საათებში 1 საათი გამოი-ყენოს კვებისა და დასვენებისთვის, რომელიც არ შედის სამუშაო დროში და შეუძლია გამოიყენოს დღის გან-მავლობაში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესს. სასკოლო არდადეგების დრო, რომელიც არ ემთხ-ვევა მასწავლებლის შვებულების დროს, ითვლება მის სამუშაო დროდ. ამ პერიოდში მასწავლებლები ასრულებენ პედაგოგიურ, მეთოდურ და ორგანიზაციულ სამუშაოს. არდადეგებზე პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ყოფ-ნის აუცილებლობას სასწავლებელში წყვეტს დირექტორი. დასვენების დღეები გასაზღვრულია საქართველოს „შრომის კოდექსით“ დადგენილი წესით.
3. დასაქმებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებუ-ლება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით. დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშო ბა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძ-ლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც. დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს სკო-ლის არდადეგების დროს. გამონაკლისი შესაძლებელია დაიშვას სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით. დასა-ქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართავს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით. დასაქმებული ვალდებულია შვებუ-ლების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისა-ზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან. თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებუ-ლების შემდეგ ნამუშევარი დრო სამ თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით. გარდა ამისა, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში 15 კალენდარული დღით. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 7 დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადა-უდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო. სკოლა პედაგოგებს უხელფასო შვებულებას ადგილობრივი შემოსავლებიდან აძლევს 1 ივლისიდან ახალი სასწა-ვლო წლის დაწყებამდე. სკოლაში სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 15 სექტემბრიდან 30 ივნისის ჩათვლით. ივნისის თვეში პედაგოგები ხელფასს ადგილობრივი შემოსავლებიდან მიიღებენ დატვირთული საათობრივი ანაზღაურების მიხედვით. 1 ივლისიდან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა–გიმნაზიაში მუდმივად მო-მუშავე პედაგოგებს შვებულების ხელფასი მიეცემათ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან და იგი განისაზ-ღვრება მაისის თვის საშტატო განრიგით დამტკიცებული ადგილობრივი და ვაუჩერული ხელფასების საშუალო არითმეტიკულით. სკოლის ადმინისტრაციას 1 ივლისიდან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ხელფასი მიეცემა მოსწავლეთა ადგილობრივი შემოსავლებიდან ან ორივე სახის დაფინანსებიდან. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
მუხლი X. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვე-ვაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით; 2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულები-სამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე; 3. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწი-ლობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ/მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფ-ლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია; 5. ბავშვის მოვლის გამო შვებულების ასაღებად დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხიხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის გაჩენის შემთხვევაში 200 კალენდარული დღე;
6. ამ მუხლის მიზნებისათვის ანაზღურებაში იგულისხმება სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი დახმარე-ბა 1000 ლარის ოდენობით (სასწავლებლის ეკონომიკური საშუალებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დირექ-ტორის ბრძანებით გაიცეს სრულყოფილი ან ნაწილობრივი დახმარება).
მუხლი XI. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის ბრძანე-ბის საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ; 2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს; 3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად; 4. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
მუხლი XII. პედაგოგებისა და მოსწავლეების წახალისება წარმატებისთვის
1. სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი: მადლობის გამოცხადება; დიპლომის/ფასიანი საჩუქრის გადაცემა; პრემია და სხვა. წახალისება ცხადდება დირექტორის ბრძანებით და იგი ეცნობება სკოლის შემადგენლობას.
2. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისთვის მოსწავლე ჯილდოვდება: სიგელით, დიპლომით და ა.შ.
მუხლი XIII. პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის და სკოლაში ჩაცმულობის წესები
1. თანამშრომლის მიერ შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მოვალეობე-ბის შეუსრულებლობა (დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა ან თვითნებურად მიტოვე-ბა), სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება, გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევება, სწავლება-სწავლის დაბალი ხარისხი, მოსწავლის, მშობლის ან თანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვი-ვება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმების დარღვევა ითვლება დისციპლინურ გადაც-დომად და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს: შენიშვნას, საყვედურს, სასტიკ საყვედურსა და სამსახურიდან დათხოვნას.
2. დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად. დაუშვებელია შეუფერებელი ან/და ვულგარული ჩაცმულობა. დაუშ-ვებელია სკოლაში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, ვულგარული სურათის ან/და კარიკატურის შემცველი სა-მოსის ტარება. დასაქმებული უნდა იყოს მუდმივად მოწესრიგებული.
3. მოსწავლე უნდა იყოს მოწესრიგებული და ეცვას სკოლის მიერ განსაზღვრული ფორმა (I-დან XI კლასის ჩათვ-ლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში). დაწესებულებაში იკრძალება ყველა სახის სამოსი და აქსესუარები, რომ-ლებიც ხელს შეუშლის საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ პირობებში მიმდინარეობას. კერძოდ: ა) სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა; ბ) სამო სი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებას (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკო-ტიკი და სხვა); გ) აკრძალულია ჯაჭვებისა და ნებისმიერი ბასრი აქსესუარების ტარება.

მუხლი XIV. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და დათხოვის პირობები
1. პირველ კლასში მიიღება საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქე ბავშვები. 2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა უნდა წამოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) დაბადების მოწმობის დედნის ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი; გ) ფოტოსურათი 3/4–ზე (1 ცალი); დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; ე) სამედიცინო ცნობა;
3. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა, კლასიდან კლასში გადაყვანა და სკოლიდან ამორიცხვა ხორციელდება დირექტორის ბრძანებით. I კლასში ჩარიცხული მოსწავლეთათვის იხსნება პირადი საქმე, სადაც აისახება ყოველწლიური ინფორმაცია მოსწავლის შესახებ.
4. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს: მოსწა-ვლის პირადი საქმე, მიმდინარე ან სემესტრული შეფასება და ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ. მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მისაღებ მოსწავლე-თა რეგლამენტი ამოწურულია. IX-XII კლასებში მოსწავლეები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ერთ–ერთ უცხო ენასა (მოსწავლის არჩევით) და ერთ–ერთ საბუნე-ბისმეტყველო საგანში (მოსწავლის არჩევით), სადაც მოსწავლეს მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით დად-გენილი ცოდნის მინიმალური დონე (უნდა გადალახოს 5 ქულიანი ბარიერი). სკოლა ვალდებულია ჩარიცხულ მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს შინაგანაწესი.
5. მოსწავლე კლასიდან კლასში გადაიყვანება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე, თუ მისი თითოეული საგნის წლიური ნიშანი უდრის ან აღემატება 5,0 ქულას (დამრგვალებით). თუ სკოლაში არის სსსმ მოსწავლე, მისთვის უნდა შედგეს სპეციალური პროგრამა, ინდი-ვიდუალური სასწავლო გეგმა და ამოქმედდეს შეფასების სათანადო სისტემა. დამრიგებელი ვალდებულია, სასწავლო წლის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე დაადგინოს მოსწავლეთა სავარაუდო წლიური ნიშნe-bi და გააცნოს ბავშვებსა და მათ მშობლებს. თუ, მოსწავლის წლიური ნიშანი (ან ნიშნები) არ შეესაბამება ზემოთ მითითებულს, მაშინ კონკრეტულ საგანში ან საგანთა ჯგუფში სავალდებულო სტანდარტის დაძლე-ვის მიზნით მas მიეცემა დამატებითი დრო (ორი კვირა სასწავლო წლის დამთავრებიდან ან ახალი სასწავ-ლო წლის დაწყებამდე) ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასეთ დროს, მოსწავლეთა ინდივიდუალურ მუშაობა-ზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაბალი მაჩვენებლების მქონე საგნების მასწავლებლებს. თუ მოსწავლის მიერ საზაფხულო ან საშემოდგომო დავალებების უხარისხო შესრულების გამო მისი წლიური ნიშნები მინი მალურ ზღვარს ვერ მიაღწევს, მაშინ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით იგი რჩება იმავე კლასში კურ სის განმეორებით მოსასმენად, ირიცხება სასწავლებლიდან და აქვს უფლება გადავიდეს სხვა სკოლაში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს VII-XI კლასების მოსწავლეები აბარებენ წლიურ გამოცდას არაუმეტეს 2 სა-განში, რომელსაც სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო. ასეთ დროს, საბოლოო ნიშნის გამოსაყვანად იკრიბება სემესტრული და გამოცდის შეფასებები და იყოფა 3-ზე. მოსწავლეთა სკოლიდან დათ-ხოვნა რეგულირდება მათი ქცევის კოდექსით, შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი XV. მოსწავლეთა ვადებულებები და მისთვის შეუფერებელი ქცევის შედეგები
1. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში არსებულ შინაგანაწესსა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსს;
2. მოსწავლე ვალდებულია, შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას მის მიერ ქცევის კოდექსის ნებისმიერი დარღვევისას;
3. მოსწავლე ვალდებულია სისტემატიურად დაესწროს გაკვეთილებსა და სკოლის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ ღონისძიებებს;
4. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება, განიხილება როგორც ქცე-ვის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს სახდელს;
5. მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები არა მხოლოდ სკოლის ტე-რიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას;
6. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც სკოლა მას დროებით სარგებლობისთვის გადასცემს;
7. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. მოს-წავლის ვინაობის გაურკვევლობის შემთხვევაში ზარალი აანაზღაუროს კლასმა;
8. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი;
9. მოსწავლე ვადებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რო-მელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგრადობას, ითვლება დის ციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს სახდელს;
10. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მასწავლებლის კეთილგონივრულ მითითებებსა და მოთხოვნებს;
11. მოსწავლე პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მის მიერ სისხლის სამართლის დანაშა-ულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში;
12. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებსა და აღჭურვი-ლობას. დაზიანების შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით;
13. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის, ჩაცმისა და გარეგნული იერსახის ნორმები. მოსწავლე ვალდე-ბულია – სკოლაში იაროს ფორმით, რომელიც შერჩეულია სკოლის ადმინისტრაციის, დიზაინერისა და მშობლე-ბის ერთობლივი გადაწყვეტილებით;
14. კატეგრიულად იკრძალება შენობაში მზესუმზირის ჭამა და საკვები ნარჩენის იატაკზე დაყრა;
15. მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღ-ვევის და სკოლის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინულ ზომებს:
ა) მშობელთან დაკავშირება და თათბირი - გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის და-კავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით;
ბ) გასაუბრება დირექტორთან - გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, დამრიგებლის მიერ პორტ-ფოლიოში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი სახდელის შესახებ;
გ) საყვედურის გამოცხადება - გულისხმობს მოსწავლისათვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას;
დ) გამოსაცდელი ვადის დაწესება - გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაცდელი ვა-დის დაწესებას და დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას;
ე) ზარალის ანაზღაურება - გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი, ან მოსწავლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით;
ვ) საზოგადოებრივი სამუშაო - გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა სკოლის ეზოსა და შენობის დასუფთავება და სხვა;
ზ) აკრძალული ნივთების კონფისკაცია - გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის ჩამორთმე-ვას და მშობლისათვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას;
თ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემა - გულისხმობს მოსწავლის მიერ სისხლის სამართლის დანაშა-ულის ჩადენის, სკოლაში იარაღის ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში სკოლიდან დათხოვ-ნას და სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას.
მუხლი XVI. შეფასების სისტემა
ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს: საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკ-ლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში. საგ-ნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით). საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება. წლიურ ნიშანში წლიური გამოცდის ნიშანიც აისახება, თუ ასეთი გამო-ცდა სკოლის მიერ განსაზღვრულია. საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდი-ნარე შეფასება; საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, სა-ბაზო, საშუალო) საერთო შეფასება. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილებია (კომპონენტები) - სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით: ყველას ერთნაირი წონა აქვს. საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითა-რებელი შეფასება. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ნიშანი. განმავითარებელი შეფასების გამოყენება გან-საკუთრებით მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც მოსწავლე ახალი ცოდნის შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. შემა-ჯამებელი დავალება ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით. მოსწავლეთა შეფასების სისტემა ათქულიანია. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა; მეორეს მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი.
სკოლის ადმინისტრაცია პედ. საბჭოს სხდომაზე იხილავს სკოლის თვითშეფასების, გაკვეთილისა და პედაგოგთა შეფასების, მოსწავლისა და მასწავლებელზე დაკვირვების, მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების მაჩვენებლებს. შეფასების კრიტერიუმები სანდო, ობიექტური და გამჭვირვალეა.
მუხლი XVII. თვითშეფასება და სტატუსიანი მასწავლებელი
1. სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნორმატივებთან შემოწმების მიზნით ტარდება თვითშეფასება, სადაც მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
2. სკოლის მასწავლებლები პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ექვემდებარებიან ტრენინგების გავლას, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასა და პროფესიულ თანამშრომლობას.
3. სტატუსიანი მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ გიმნაზიაში მუშაობს მიიღებს სათანადო დანამატს.

მუხლი XVIII. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით პედ.საბჭო შეიმუშავებს და ამტკი-ცებს სასკოლო სასწავლო გეგმას (საჭიროებისამებრ, ისგ–ს). შესაბამისად ამტკიცებს კათედრების მიერ წარმოდ-გენილი გრიფმინიჭებული და დამატებითი სახელმძღვანელოების ნუსხას.
მუხლი XIX. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები
1. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათ-ლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მშობელს, შვილის მდგომარეობის გაგება შეუძლია ყოველდღე (სხვადასხვა ფორმით).
3. ყველა მოსწავლე ვალდებულია, გაკვეთილების დაწყებამდე ჩააბაროს მობილური ტელეფონი (გამორთულ მდგომარეობაში) სკოლის პასუხისმგებელ პირს და უკანვე წაიღოს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ. მობი-ლური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე შეიძლება მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის.
4. მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს დირექტორი, რომელიც ეცნობება მშობელს/ კანონიერ წარმომადგენელს.
5. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; ბ) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციისაგან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; გ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით მოითხოვოს მოსწავლის შეფასება საგნების მიხედვით სემესტრისა და სასწა-ვლო წლის ბოლოს; დ) მოითხოვოს განმარტება მოსწავლის შეფასებასთან დაკავშირებით; ე) მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებასა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას; 6. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შვილი სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობებით, სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვა-ნელოებით; ბ) უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება გაკვეთილებსა და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებზე. გაცდენის შემთ-ხვევაში წინასწარ შეატყობინოს ადმინისტრაციას ან კლასის ხელმძღვანელს; გ) აქტიურად ითანამშრომლოს სკოლის დირექციასთან და მასწავლებლებთან. მათთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები; დ) აანაზღაუროს სკოლისადმი მოსწავლის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი; ე) შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები და სკოლის წინაშე შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა პირობები;
მუხლი XX. კათედრის გამგის მოვალეობები
მან უნდა იტვირთვოს პასუხისმგებლობა საგნის სწორად სწავლების ორგანიზებისა და პედაგოგების ურთი-ერთთანამშრომლობისათვის სკოლის შინაგანაწესის ფარგლებში. ჩაატაროს კათედრის შეხვედრები სემესტრ-ში 2-3 ჯერ da დაევალოს მასზე კონტროლი. გააცნოს კათედრის წევრებს სკოლაში მოცემული საგნის სწავ-ლების sიახლეების შესახებ. შეამოწმოს კათედრის წევრთა სემესტრული მუშაობა. მოთხოვოს კათედრის წევ რებს სამუშაო მატრიცა ან თემატური გეგმა. დაეხმაროს კათედრის წევრებს საგნის ირგვლივ შექმნილი პრობ-ლემების მოგვარებაში. კათედრის გამგე ვალდებულია აწარმოოს ოქმები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება ტრენინგის, კონფერენციის, ოლიმპიადისa და ღია გაკვეთილების სახით. მას ევალება სახელმძღვანელოeბის შერჩევა-შეფასება კათედ-რის სხვა წევრებთან ერთად,Pპროფესიული განვითარების გზების დასახვა, რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალისა და საჭირო წიგნების შესაძენად.
მუხლი XXI. სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები
1. სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი ან მის მიერ განსა-ზღვრული პირი/პირები.
2. სასწავლებელს უფლება აქვს გამოიყენოს მონიტორინგის შემდეგი ფორმები:
ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა სახის ტესტებით, პროექტების მომზადება–პრეზენტაციები, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობისას დაფიქსირებული შედეგების ანალიზი, წლიური გამოცდების შედეგების ანალიზი და სხვა;
ბ) ღია გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა;
გ) დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუ-თებული მოთხოვნის შემთხვევაში ნება დართოს მათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე;
დ) საგაკვეთილო პროცესზე სკოლის დირექციის/კათედრების გამგეების დასწრება;
ე) მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოკითხვა სპეციალური კითხვარებით და ა.შ.

მუხლი XXII. დირექტორის მოადგილის, კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორის მოვალეობები
1. დირექტორის მოადგილე ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს. მონაწილეობს პედა-გოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმების დამტკიცებაში. განიხილავს მასწავლებლის საგნობრივ პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. კურირებს პედ. საბჭოსა და კათედრების მუშა-ობას. აკონტროლებს სემესტრულ და წლიურ აკადემიურ შედეგებს. დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას. აკონტროლებს პედაგოგთა და მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადებას, დაგვიანებას, პედაგოგთა მორიგეობას. უზრუნველყოფს გაცდენილი გაკვეთილების შეცვლას. დირექტორს წარუდგენს ნებისმიერ (ღია გაკვეთილი, ტესტირება, ოლიმპიადა) ღო-ნისძიების გრაფიკს და აკონტროლებს მათ შესრულებaს. სემესტრის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე დირექტორს გადასცემს ყველა საჭირო დოკუმენტს. უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სასკოლო, მუნიციპალურ და საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში.
თუ, სასწავლებელს არ ჰყავს დირექტორის მოადგილე, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხს აკონტროლებს და მონიტორინგს ახორციელებს სასწავლებლის დირექტორი და ხარისხის ჯგუფი.
2. კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორი განიხილავს სადამრიგებლო პროგრამებსა და აკონტროლებს მათ გან-ხორციელებას. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას, აქტიურადაა ჩაბმული საახალწლო, ანბანის გაცილების, XII კლასელთა გამოსაშვებ საღამოსა თუ სხვა ღონისძიებების მომზადება-ჩატარების პროცესში. კლასის დამრიგებლებთან ერთად ხელმძღვანელობს მოსწავლეთა წაყვანას ექსკურსიებზე, მუზეუმებსა და თეატრებში. ყოველივე ამას ათანხმებს სასწავლებლის ხელმძღვანელთან. თუ, სასწავლებელს არ ჰყავს კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორი, მაშინ მის ფუნქციებს ასრულებს დირექტორის მოადგილე.
მუხლი XXIII. დირექტორის ვალდებულებები
1. სკოლის დირექტორი ვალდებულია დაიცვას თანამშრომელთა და მოსწავლეთა ინტერესები, იზრუნოს უსაფ-რთხო, ნორმალური და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის, დაიცვას ეთიკის ნორმები.
2. სკოლის დირექტორის ბრძანების თანამშრომლებამდე, მოსწავლეებამდე და მათ მშობლებამდე მიტანა ხორცი-ელდება სკოლაში თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით. საჭიროების შემთხვევაში სათანადო კრების მოწვევით.
მუხლი XXIV. უსაფრთხო სკოლა
1. სკოლა (დირექტორის მეშვეობით) ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით;
3. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუ-დოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
4. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავ-ლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების, გარეშე პირების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინა-ციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე: ჯანმრ-თელობის, სიცოცლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა; ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა; უხამსობის ან ცილიწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღ-ლის გაღვივების, დანაშაულისკენ ან ძალადობისკენ წაქეზებისა; სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.
5. მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს მოსწავლეთა ქცევისა და მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის შესაბამისად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
6. სასკოლო დისციპლინის განმტკიცებისათვის შინაგანაწესით დადგენილი წესების გარდა სკოლაში შექმნილი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება სკოლის დირექტორის მიერ დამატებით შემოღებულ იქნეს დროებითი გამკაცრებული წესები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
7. სკოლას უფლება აქვს მოთხოვოს მოსწავლესა და სასწავლებლის ყველა მუშაკს, გაიარონ სამედიცინო შემო-წმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებსა და ყველა სახის ინფექციურ დაავადებებზე.
8. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.
9. მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ასევე მათ გაერთიანებას აქვთ წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების უფლება, თუ ეს არაა მიმართული სკოლისა და პიროვნების ღირსების შელახვისაკენ.
10. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკ-რებას.
11. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ დირექტორის თანხმობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტო-რიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
12. სკოლა უფლებამოსილია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს, მასწავლე-ბელს და გარეშე პირს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
13. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ.
14. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორ-ციელებული ქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი XXV. დავა
1. დავა არის შრომითი ან სამართლებრივი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყ-ვეტაც შედის შრომითი ურთიერთობის მხარეთა კანონიერ ინტერესებში.
2. დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებსა და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ იგი.
3. სკოლაში დავების განხილვა ხდება წინამდებარე შინაგანაწესით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დავის განხილვის წესი: ა) დავის წარმოშობის დროს მხარე, რომელიც თვლის რომ მისი უფლებები დაირღვა, წერილობითი საჩივრით მიმართავს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;
ბ) სკოლის დირექტორმა და დავის მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ყველაფერი გადაწყდეს შეთანხმებულად, ინდივიდუალური მოლაპარაკებით.
გ) შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
მუხლი XXVI. ექსკურსია, მისი ორგანიზება და პასუხისმგებელი პირები
კლასის დამრიგებლის/მშობლის ინიციატივით, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, შესაძლოა მოეწყოს ექს-კურსია. ექსკურსიის შესათანხმებლად კლასის დამრიგებელი/მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს დირექტორს და წარუდგენს მას მძღოლის პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის, გადამზიდავი კომპანიის ტრანსპორტის გამართულობისა და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს. ექსკურსიის დროს აუცილებლად უნდა იქნეს დაცული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი-ნისტროს რეკომენდაციები. პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა უსა-ფრთხოებაზე ეკისრება ორგანიზატორ პირს, დამრიგებელსა და სასწავლებელს.

მუხლი XXVII. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები
შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტებია: მოსწავლეთა ქცევის კოდექსი; მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსები; მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; სტრუქტურული ერთეულების დებულებები; ხელშეკრულება სკოლასა და თანამშრომელს შორის; სასწავლებლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. ყოველივე ეს წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას.
მუხლი XXVIII. გარდამავალი დებულებები შინაგანაწესი ძალაშია მისი პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე განხილვისა და სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცების დღიდან. მისი გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება პედ. საბჭოს სხდომაზე და სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

 

 

 

© 2011 კასპის მრავალპროფილიანი

სკოლა-გიმნაზია

 ყველა უფლება დაცულია

 

Designed By: SEU Development