|
Approved on 13 September 2013, At the ped. Council meeting
Internal regulation of "Besik Niparishvili Ltd" multi-profile
School-gymnasium
სასწავლებლის მისია და მიზანი სკოლის მისია შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სკოლის უპირველესი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი
აღზრდა, რომელიც ეფუძნება სწავლა-აღზრდის ფუნდამენტურ პრინციპებს და გულისხმობს ტრადიციებისა და სიახლეების მეთოდურ სინთეზს. მისიის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა
მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად ათვისებას, მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, სამართალშემწყნარებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, ეროვნული ღირებულებების
მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას. სკოლა-გიმნაზიის მიზანია აღზარდოს საფუძვლიანი განათლების მქონე, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაუფლებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების
მატარებელი პიროვნება. სკოლა-გიმნაზია ზრუნავს იმისათვის, რომ მისმა კურსდამთავრებულმა შეძლოს ქვეყნის ინტერესების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, არსებული ბუნებრივი
გარემოს შენარჩუნება და დაცვა, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტური გამოყენება. სკოლა-გიმნაზიის მისიაა, აღზარდოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების მქონე პიროვნება,
რომელიც შეძლებს ახალი ღირებულებების შექმნას, იზრუნებს საკუთარი ინტელექტისა და უნარების უწყვეტ განვითარებაზე. სკოლა-გიმნაზია ცდილობს, კურსდამთავრებულები სრულფასოვნად ფლობდნენ
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, გუნდური მუშაობის პრინციპებს, გამოუმუშავდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის უნარი და სხვა პიროვნების პატივისცემა. სასწავლებლის მიზანია საჭიროების შემთხვევაში
საერთაშორისო კავშირების დამყარება და სასწავლო გაცვლით პროგრამებში ჩართვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი სრულყოფა, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მუხლი I. ზოგადი დებულებები
1. შინაგანაწესი შედგენილია ,,საქართველოს კონსტიტუციის”, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების” შესახებ, ,,შრომის კოდექსისა” და სკოლის წესდების საფუძველზე. შინაგანაწესის
მიზანია განსაზღვროს: სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა; სასწავლო_აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები; სასწავლო პროცესის მონაწილეთა
უფლებამოსილება; სკოლას, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობები და სხვა. 2. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო
გეგმის გამოყენებით და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურს; სკოლა დამატებით ახორციელებს საკუთარ სასწავლო პროგრამებს.
3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის, სკოლის წესდების, მოსწავლეთა ქცევის
კოდექსის, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის, დირექტორის ეთიკის კოდექსის , სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ შინაგანაწესის საფუძველზე.
4. სკოლის ხელმძღვანელობას ახორციელებს დამფუძნებელი, რომელიც ამავე დროს დირექტორიცაა. შემდეგში შესაძლებელია სკოლის ხელმძღვანელობა განახორციელონ მისმა მემკვიდრეეებმა თანაბარი
უფლებებით. იგი აკონტროლებს სკოლის მიმდინარე საქმიანობას წესდების შესაბამისად.
5. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო - პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს
სასკოლო-სასწავლო გეგმას. იგი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით.
6. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. სკოლას სასწავლო და სამართლებრივი ურთიერთობები აქვს
თანამშრომლებთან, მოსწავლეებთანა და მათ მშობლებთან. სკოლასა და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თარიღად ითვლება ფაქტიური სამუშაოს დაწყების დრო. სკოლის თანამშრომელთა
დისციპლინურ გადაცდომას განიხილავს სასწავლებლის დირექტორი; ხოლო, მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომას კი დირექტორი, პედაგოგიური საბჭო ან კლასის ხელმძღვანელი(მისი ხარისხის მიხედვით).
7. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლის მარეგლამენტირებელ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სკოლის დირექტორსა და დასაქმებულთა, მოსწავლეთა და მათ მშობელთა შორის წარმოშობილ
ურთიერთობებს. 8. თანამშრომლის დასაქმების დროს დირექტორი მას აცნობს წინამდებარე შინაგანაწესს. თანხმობას მასში მითითებული პირობების განსახორციელებლად იგი ადასტურებს საკუთარი
ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ, თანამშრომელს თავის საქმიანობიდან გამომდინარე გადაეცემა სკოლის გარკვეული ქონება, მასთან ფორმდება დამატებითი ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის
შესახებ.
9. სკოლის თანამშრომელთა დასაქმებისა და შრომის პირობები, ასევე მოსწავლეთა და მათ კანონიერ წარმომადგენელთა შორის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული
ხელშეკრულებით, ან წინამდებარე შინაგანაწესით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი შრომისა და სხვა კანონმდებლობით.
მუხლი II. თანამშრომელთა მიღებისა და
გათავისუფლების წესი სამუშაოზე მიღებისას სკოლის დირექტორი ვალდებულია მასწავლებლებს
მოთხოვოს: განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;· შრომის წიგნაკი ან მისი ასლი; 1 სურათი; კადრების აღრიცხვის ფურცელი;· სათანადო დოკუმენტი განათლების შესახებ; სამედიცინო დასკვნა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის მოწმობა და რეგისტრაციის ადგილი; ცნoბა ნასამართლეობის შესახებ, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს _ სათანადო საბუთი. დოკუმენტების ასლები
ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.
სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა მასწავლებელთან დირექტორი აფორმებს ვადიან ხელშეკრულებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს თანამდებობა, საათების რაოდენობა კლასების მიხედვით, ანაზღაურება,
უფლებამოსილება და ვალდებულებები. არაპედაგოგიური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხს დირექტორი წყვეტს ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე. სამუშაოზე მიღებისას ყველა
თანამშრომელი ვალდებულია გაეცნოს სკოლის შინაგანაწესს. სკოლის თანამშრომლის სამუშაოდ მიღებისა და გათავისუფლების საკითხს წყვეტს მხოლოდ დამფუძნებელი ან დირექტორი. შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტისას სკოლის დირექტორი ვალდებულია გათავისუფლებული არაშემთავსებელი თანამშრომლის მიმართ მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, რაც დადგენილია შრომის კოდექსით. თუ, შრომითი ხელშეკრულების
ვადა დასრულდა, მაგრამ სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს და შეუქმნის საფრთხეს სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას,
თანამშრომელი ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, ვიდრე ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო სკოლის დირექტორი ვალდებულია გადაუხადოს მას შრომის ანაზღაურება.
მუხლი III. ძირითადი
მოვალეობანი 1. სკოლის პედაგოგები ვალდებული არიან:· ზუსტად შეასრულონ სკოლის, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, დაიცვან შრომის დისციპლინა,
დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დროულად და ხარისხიანად შეასრულონ ხელმძღვანელის განკარგულებანი, მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების
მისაღწევად, დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა, უწყვეტად სრულყოფდნენ პროფესიულ კვალიფიკაციას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, პასუხი აგონ სწავლა_სწავლების
შედეგებზე, აღზარდონ ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებები; არ დაუშვან დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური
მოსწრებისა და სოციალური წარმომავლობის შესახებ; პედაგოგის ეთიკის კოდექსი შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია. 2. სკოლის არაპედაგოგიური პერსონალის მოვალეობათა სფერო განისაზღვრება
მათთვის დადგენილი წესით.
სკოლის სტრუქტურა სტრუქტურა ასეთია: დამფუძნებელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე ან კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორი, პედაგოგ
იური საბჭო
, ექიმი-პედიატრი, ბუღალტერი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკა, მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის კოორდინატორი და დაცვის მუშაკი.
სასწავლო პროცესი სწავლება დაწესებულებაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადავლენ მომდევნო კლასებში;
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლებელია, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე გაშვებულ იქნას სკოლიდან პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილების ან დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
სასწავლო პროცესის მონაწილეები არიან: მოსწავლეები, მათი მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები, მასწავლებლები და დაწესებულების ხელმძღვანელი. პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეთა
ასაკს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სავალდებულო ინგლისურ და რუსულ ენებთან ერთად სასწავლებლის V – IX კლასებში ისწავლება ფრანგული ენა, როგორც არასავალდებულო
საგანი. ეს დამოკიდებულია ბავშვებისა და მშობლების სურვილზე. III და IV კლასების ყველა მოსწავლე ისწავლის რუსულ ენას. VII – IX კლასების გოგონები დამატებით შეისწავლიან ქსოვასა
და ქარგვას. XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ დამატებითი გაკვეთილები მათთვის სასურველ საგნებში, აბიტურიენტთა პროგრამებით. პედაგოგთა უფლებები სკოლის ყველა პედაგოგს
უფლება აქვს დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლებლის რესურსით. პედაგოგებს უფლება აქვთ მოითხოვონ და მონაწილეობა მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას
აზრის გათვალისწინებასა და განხილვაში. პედაგოგები გაერთიანებული არიან სკოლის პედაგოგიურ საბჭოში, სადაც ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია,
თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სკოლა ვალდებულია დროულად გადაუხადოს პედაგოგებს შრომის საფასური. პედაგოგთა ვალდებულება
პედაგოგები უნდა აკმაყოფილებდნენ სკოლის მოთხოვნის შესაბამის კვალიფიკაციას. სკოლის ყველა პედაგოგს ევალება: დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა პიროვნული ღირსებები,
არ დაუშვას ძალადობის გამოყენება მოსწავლეთა მიმართ, იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება, დროულად გამოცხადდეს სკოლაში და არ დაიგვიანოს გაკვეთილზე.
გამოუცხადებლობის შემთხვევაში, წინასწარ (ერთი დღით ადრე) აცნობოს დირექციას, გაკვეთილის დაწყებისთანავე დააფიქსიროს ჟურნალში მოსწავლეთა დასწრება. სამუშაო დღე თითოეული მასწავლებლისათვის
განისაზღვროს გაკვეთილების ცხრილის გრაფიკის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი დროით. ყველა პედაგოგი ვალდებულია დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, იმორიგეოს დირექციის
მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. Pპედაგოგებმა მკაცრად უნდა დაიცვაn მოსწავლეებთანა და მათ მშობლებთან ურთიერთობისას მიმართვის ფორმები, ისინი უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს საპატიო
მიზეზით გაცდენის გამო გაუგებარი მასალის გარკვევაში, მათ უნდა დაიცვაn ეთიკისა და ჩაცმის ნორმები. კატეგორიულად iკრძალeba მობილური ტელეფონით სარგებლობა გაკვეთილის მსვლელობისას.
მასწავლებელი ვალდებულია გამოძახებულ მოსწავლეს განუმარტოს, თუ რომელი კომპონენტით აფასებს მას. პედაგოგი ვალდებულია მოამზადოს მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის.
ყველა პედაგოგი ვალდებულია დაესწროს კათედრის სხდომებს. გაკვეთილებს შორის თავისუფალი დრო საჭიროების მიხედვით გამოიყენოს პროფესიული დონის ასამაღლებლად. კერძოდ:
ა) გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება;
ბ) მეთოდური ლიტერატურის გაცნობა;
g) საგნობრივ ღონისძიებებზე მუშაობა და სხვა; გაკვეთილებს შორის დიდი შუალედის შემთხვევაში, პედაგოგს სურვილისას უფლება აქვს დატოვოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. პედაგოგებს რეკომენდაცია ეძლევათ, გაკვეთილების მსვლელობის დროს არ გაუშვან მოსწავლეები კლასიდან მათი მოთხოვნის საფუძველზე, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ეს, შედარებით
ნაკლებად ეხება დაწყებითი კლასების ბავშვებს. დაუშვებელია მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდება.
მუხლი IV. სამუშაო დრო და პირობები,
დასვენების დღეები და
შვებულება სასწავლო წლის ხანგრძლივობა და რეჟიმი განისაზღვრება: ხუთდღიანი სამუშაო
კვირითა და ორი დასვენების დღით (პირველიდან მერვე კლასების ჩათვლით) და ექვსდღიანი სამუშაო კვირითა და ერთი დასვენების დღით(მეცხრედან მეთორმეტე კლასების ჩათვლით). სასწავლო წლის
ხანგრძლივობაა მინიმუმ 167 სასწავლო დღე. მეთორმეტე კლასელები საატესტატო გამოცდებს აბარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. კვირის
სამუშაო რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს დირექტორის ბრძანებით. პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 5-7 წუთით ადრე ყოველდღიური საათობრივი ნორმატივის
გათვალისწინებით. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი ბრძანებით. გაკვეთილების ცხრილსa
და დღის რეჟიმს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი ან დირექტორის მოადგილე. გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია. თათბირებზე, კათედრებისა და პედაგოგიური
საბჭოს სხდომებზე შესაბამის პირთა დასწრება სავალდებულოა. მასწავლებლის სამუშაო დრო განისაზღვრება მისი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, შიდა სასკოლო გაკვეთილისათვის
მოსამზადებელი და შემაჯამებელი შედეგების შედგენის პერიოდთან ერთად. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 საათს.
სემესტრების დაწყებისა და დამთავრების გრაფიკი ასეთია: I სემესტრი 1-16 სექტემბერი - 26-30 დეკემბერი
II სემესტრი 16-20 იანვარი - 25 -31 მაისი( ან 6-10 ივნისი)
ზამთრის არდადეგები 27-31 დეკემბერი - 15-19 იანვარი სააღდგომო არდადეგები მოძრავია (4 დღე) წლიური გამოცდები ჩატარდება ივნისში.
სასწავლებელში სწავლის დაწყება-დამთავრება შეიძლება შეიცვალოს დირექტორის ბრძანებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაბალი კლასებიs moswavleTaTvis შაბათის გამოყენება, ზამთრის
არდადაგების შემცირება (ყველასთვის), ან სასწავლო წლის დამთავრება ივნისის ბოლოს.
გაკვეთილების დაწყება_დამთავრება:
9 სთ da 15 წთ-დან __17 სთ 35 წთ-მდე;
15 ნოემბრიდან 15 მარტამდე დირექტორს უფლება აქვს ეს დრო შეცვალოს საჭიროებისამებრ ბრძანებით. არდადეგებზე პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ყოფნის აუცილებლობას სასწავლებელში
წყვეტს დირექტორი. სკოლაში დასვენების დღეები გასაზღვრულია საქართველოს ,,შრომის კოდექსით“ დადგენილი დღეების მიხედვით. სკოლა პედაგოგებს უხელფასო შვებულებას ადგილობრივი შემოსავლებიდან
აძლევს 1 ივლისიდან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. სკოლაში სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 1-16 სექტემბრიდან 1 ივლისამდე. ივნისის თვეში პედაგოგები ხელფასს ადგილობრივი შემოსავლებიდან
მიიღებენ დატვირთული საათობრივი ანაზღაურების მიხედვით. 1 ივლისიდან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგებს შვებულების ხელფასი მიეცემათ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან
და იგი განისაზღვრება მაისის თვის საშტატო განრიგით განსაზღვრული ადგილობრივი და ვაუჩერული ხელფასების საშუალო არითმეტიკულით. მასწავლებლებს, რომლებიც სკოლა-გიმნაზიის გარდა სხვა
სამსახურშიც მუშაობენ, 1 ივლისიდან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ უხელფასო შვებულება. ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის შვებულება განისაზღვროს წელიწადში არანაკლებ
24 სამუშაო დღით. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის, ორსულობისა და მშობიარობის გამო განისაზღვრება სკოლის ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ივლისსა და აგვისტოში დამლაგებელს სკოლა აძლევს უხელფასო შვებულებას. სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს 1 ივლისიდან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თანამდებობრივი ხელფასი
მიეცემა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან.
მუხლი V. პედაგოგების წახალისება
წარმატებისთვის სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა
მიღწევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი: მადლობის გამოცხადება; ქების სიგელის, დიპლომის an ფასიანი საჩუქრის გადაცემა; პრემია და სხვა. წახალისება ცხადდება დირექტორის
ბრძანებით ან პედ. საბჭოს გადაწყვეტილებით და იგი ეცნობება სკოლის მთელ შემადგენლობას.
მუხლი VI. პასუხისმგებლობა შრომის
დისციპლინის დარღვევისათვის
თანამშრომლის მიერ შრომის შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული
მოვალეობების შეუსრულებლობა (მათ შორის დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა ან თვითნებურად მიტოვება), სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება, გაკვეთილიდან მოსწავლის
გაძევება , სწავლება- სწავლის დაბალი ხარისხი, მოსწავლის, მშობლის ან თანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმების დარღვევა
ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს: შენიშვნას, საყვედურს, სასტიკ საყვედურსა და სამსახურიდან დათხოვნას. მუხლი VII. სკოლაში მოსწავლეთა
ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და დათხოვის პირობები
1. პირველ კლასში მიიღება საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქე ბავშვები. 2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა უნდა წამოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება
სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 3/4 ზე ( 1 ცალი );
დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; ე) სამედიცინო ცნობა; ვ) ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან. 3. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა, კლასიდან კლასში გადაყვანა
და სკოლიდან ამორიცხვა ხორციელდება დირექტორის ბრძანებით. I კლასში ჩარიცხული მოსწავლეთათვის იხსნება პირადი საქმე, სადაც ასახული იქნება ყოველწლიური ინფორმაცია მოსწავლის შესახებ
და აკადემიური მოსწრების შედეგები. 4. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას: მოსწავლის პირადი საქმე, მიმდინარე ან სემესტრული
შეფასება და ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ. მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა რეგლამენტი ამოწურულია.
X-XII კლასებში მოსწავლეები მიიღება ზეპირი გასაუბრების ან მისაღები გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია ჩარიცხულ მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს შინაგანაწესი.
შენიშვნა: სკოლის მოსწავლეთა დასაშვებ კონტინგენტს განსაზღვრავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო. 5. მოსწავლე კლასიდან კლასში გადაიყვანება
პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ მისი თითოეული საგნის წლიური ნიშანი უდრის ან აღემატება 5,0 ქულას (დამრგვალებით). თუ სკოლაში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე,
მისთვის უნდა შედგეს სპეციალური პროგრამა და ამოქმედდეს შეფასების სათანადო სისტემა. დამრიგებელი ვალდებულია, სასწავლო წლის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე დაადგინოს მოსწავლის
სავარაუდო წლიური ნიშნebi და გააცნოს ბავშვებსა და მათ მშობლებს. თუ, მოსწავლის წლიური ნიშანი (ან ნიშნები) არ შეესაბამენა ზემოთ მითითებულს მაშინ კონკრეტულ საგანში ან საგანთა
ჯგუფში სავალდებულო სტანდარტის დაძლევის მიზნით მas მიეცემა დამატებითი დრო (ორი კვირა სასწავლო წლის დამთავრებიდან ან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე) ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ასეთ დროს, მოსწავლეთა ინდივიდუალურ მუშაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაბალი მაჩვენებლების მქონე საგნების მასწავლებლებს. თუ მოსწავლის მიერ საგაზაფხულო ან საშემოდგომო დავალებების
უხარისხო შესრულების გამო მისი წლიური ნიშნები მინიმალურ ზღვარს ვერ მიაღწევს, მაშინ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით იგი რჩება იმავე კლასში კურსის განმეორებით მოსასმენად,
ირიცხება სასწავლებლიდან და აქვს უფლება გადავიდეს სხვა სკოლაში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მეხუთე _მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები აბარებენ წლიურ გამოცდებს 2-5 საგანში, რომელსაც
არჩევს დირექტორი მაისის პირველ ნახევარში. საგამოცდო შეფასებები დაემატება სემესტრულ ნიშნებს საბოლოო ნიშნის გამოსაყვანად. მოსწავლეთა სკოლიდან დათხოვნა რეგულირდება მათი ქცევის
კოდექსით, შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით
მუხლი VIII. მოსწავლის წახალისება
წარმატებისათვის სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სხვა
საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება: სიგელით, დიპლომითა და სხვა ჯილდოებით.
მუხლი IX . მოსწავლეთა ვადებულებები და
მისთვის შეუფერებელი
ქცევის შედეგები 1. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში არსებულ შინაგანაწესსა
და მოსწავლეთა ქცევის კოდექსს; 2. მოსწავლე ვალდებულია, შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას მის მიერ ქცევის კოდექსის ნებისმიერი დარღვევისას; 3. მოსწავლე ვალდებულია სისტემატიურად
დაესწროს გაკვეთილებსა და სკოლის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ ღონისძიებებს; 4. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება, განიხილება როგორც ქცევის
კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სასჯელს;
5. მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას;
6. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი , რომელსაც სკოლა მას დროებით სარგებლობისთვის გადასცემს;
7. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. მოსწავლის ვინაობის გაურკვევლობის შემთხვევაში ზარალი აანაზღაუროს კლასმა; 8. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი; 9. მოსწავლე ვადებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ.
ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგრადობას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს სასჯელს; 10. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მასწავლებლის კეთილგონივრულ მითითებებსა და მოთხოვნებს; 11. მოსწავლე პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მის მიერ სისხლის
სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში; 12. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში
არსებულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობას. დაზიანების შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით;
13. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის, ჩაცმისა და გარეგნული იერსახის ნორმები. მაღალი კლასის გოგონებს ეკრძალებათ გამომწვევად ჩაცმა, ხოლო ვაჟებს წვერის მოშვება და დიდი
თმების ტარება; 14. კატეგრიულად იკრძალება შენობაში მზესუმზირის ჭამა და საკვები ნარჩენის იატაკზე დაყრა; 15. მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევის და სკოლის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინულ ზომებს: ა) მშობელთან
დაკავშირება და თათბირი: გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას,
რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით;
ბ) გასაუბრება დირექტორთან:
გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, დამრიგებლის მიერ პორტფოლიოში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი სასჯელის ზომის შესახებ; გ) საყვედურის
გამოცხადება:
გულისხმობს მოსწავლისათვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას; დ) გამოსაცდელი ვადის დაწესება: გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაცდელი ვადის
დაწესებას და დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას; ე) ზარალის ანაზღაურება: გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი,
ან მოსწავლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით; ვ) საზოგადოებრივი სამუშაო: გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა სკოლის ეზოსა
და შენობის დასუფთავება და სხვა; ზ) აკრძალული ნივთების კონფისკაცია: გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის ჩამორთმევას და მშობლისათვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის
გადაცემას;
თ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემა:
გულისხმობს მოსწავლის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში სკოლიდან დათხოვნას და სამართალდამცავი
ორგანოებისათვის გადაცემას.
მუხლი X. შეფასების სისტემა ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს: საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები,
რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში. საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება
მისი გათვალისწინებით). საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება. წლიურ ნიშანში წლიური გამოცდის ნიშანიც აისახება, თუ ასეთი გამოცდა სკოლის მიერ განსაზღვრულია.
საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება; საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო
შეფასება. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები) სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით: სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა
აქვს. საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ნიშანი. განმავითარებელი
შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება
სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. 1. საშინაო დავალება 2. საკლასო დავალება 3. შემაჯამებელი დავალება. მოსწავლეთა შეფასების (ნიშნების წერის) სისტემა ათქულიანია. 10 საუკეთესო
ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა; მეორეს მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს
საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი. სკოლის ადმინისტრაცია პედ.საბჭოს სხდომაზე იხილავს სკოლის თვითშეფასების, გაკვეთილისა და პედაგოგთა შეფასების, მოსწავლისა და მასწავლებელზე დაკვირვების,
მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების მაჩვენებლებს. შეფასების კრიტერიუმები სანდო, ობიექტური და გამჭვირვალეა.
მუხლი XI. თვითშეფასება და
სერტიფიცირება 1. სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნორმატივებთან შემოწმების
მიზნით ტარდება თვითშეფასება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
2. სკოლის ყველა თანამშრომელი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ექვემდებარება პერიოდულ სერტიფიცირებას.
3. სერტიფიცირების ჩატარების დრო და წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ გიმნაზიაში მუშაობს მიიღებს
სერტიფიცირების სათანადო დანამატს. საჯარო სკოლაში მომუშავე სერტიფიცირებული მასწავლებელი გიმნაზიაში სერტიფიცირების დანამატს არ მიიღებს.
მუხლი XII. პედაგოგიური
საბჭოს ფუნქციები ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით პედ.საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას საფეხურებისა და საგნების
მიხედვით. შესაბამისად ამტკიცებს კათედრების მიერ წარმოდგენილი გრიფმინიჭებული და დამატებითი სახელმძღვანელოების ნუსხას.
მუხლი XIII. მასწავლებელთა, მშობელთა
და მოსწავლეთა უფლებები და
თავისუფლებები 1. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები
განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. მშობელს, შვილის მდგომარეობის გაგება შეუძლია ყოველდღე. 3. ყველა მოსწავლე ვალდებულია, გაკვეთილების
დაწყებამდე ჩააბაროს მობილური ტელეფონი (გამორთულ მდგომარეობაში) სკოლის პასუხისმგებელ პირს და უკანვე წაიღოს გაკვეთილების დამთავრებისათანავე. 4. მოსწავლის გაკვეთილებიდან
გათავისუფლების საკითხს წყვეტს დირექტორი.
მუხლი XIV. კათედრის
გამგის მოვალეობები მან უნდა იტვირთვოს პასუხისმგებლობა საგნის სწორად სწავლების ორგანიზებისა და პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობისათვის სკოლის შინაგანაწესის ფარგლებში.
ჩაატაროს კათედრის შეხვედრები სემესტრში 2-3 ჯერ da დაევალოს მასზე კონტროლი. გააცნოს კათედრის წევრებს სკოლაში მოცემული საგნის სწავლების sიახლეების შესახებ. შეამოწმოს კათედრის
წევრთა სემესტრული მუშაობა. მოთხოვოს კათედრის წევრებს წლიური სამუშაო, თემატური ან კალენდარული გეგმა. დაეხმაროს კათედრის წევრებს საგნის ირგვლივ შექმნილი პრობლემების მოგვარებაში.
კათედრის გამგე ვალდებულია აწარმოოს ოქმები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება ტრენინგის, კონფერენციის, ოლიმპიადისa
და ღია გაკვეთილების სახით. მას ევალება სახელმძღვანელოeბის შერჩევა-შეფასება კათედრის სხვა წევრებთან ერთად,Pპროფესიული განვითარების გზების დასახვა, რეკომენდაციების შემუშავება
დამხმარე სასწავლო მასალისა და საჭირო წიგნების შესაძენად.
მუხლი XV. სკოლის შიდა კონტროლი
სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა პედაგოგიური საბჭოსა და კათედრის სხდომებზე; საგაკვეთილო
პროცესის სრულფასოვანი ჩატარებისათვის წლიური სამუშაო, თემატური ან კალენდარული გეგმის შექმნა; სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება-ჩატარება და პედაგოგთა მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების
წარმოჩენა - განზოგადება; პორტფოლიოს წარმოება;
დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;
ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით, რაც გამოიხატება: შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, კლასიდან კლასში გადასაყვანი
გამოცდების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;
მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვა.
მუხლი XVI. დირექტორის მოადგილისa და
კლასგარეშე მუშაობის
ორგანიზატორის
მოვალეობები 1. დირექტორის მოადგილე ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს.
მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმების დამტკიცებაში. განიხილავს მასწავლებლის საგნობრივ პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. კურირებს პედ.საბჭოსა
და კათედრების მუშაობას. აკონტროლებს სემესტრულ და წლიურ აკადემიურ შედეგებს. დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას.
აკონტროლებს პედაგოგთა და მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადებას, დაგვიანებას, პედაგოგთა მორიგეობას. უზრუნველყოფს გაცდენილი გაკვეთილების შეცვლას. დირექტორს წარუდგენს ნებისმიერ (ღია
გაკვეთილი, ტესტირება, ოლიმპიადა) ღონისძიების გრაფიკს და აკონტროლებს მათ შესრულებaს. სემესტრის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე დირექტორს გადასცემს ყველა საჭირო დოკუმენტს. უზრუნველყოფს
მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სასკოლო, სარაიონო და რესპუბლიკურ კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. თუ, სასწავლებელს არ ჰყავს დირექტორის მოადგილე, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა
საკითხს აკონტროლებს და მონიტორინგს ახორციელებს სასწავლებლის დირექტორი. 2. კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორი განიხილავს სადამრიგებლო პროგრამებსა და აკონტროლებს მათ განხორციელებას.
იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას, აქტიურადაა ჩაბმული საახალწლო, ანბანის გაცილების, XII კლასელთა გამოსაშვებ საღამოსა თუ სხვა ღონისძიებების
მომზადება-ჩატარების პროცესში. კლასის დამრიგებლებთან ერთად ხელმძღვანელობს მოსწავლეთა წაყვანას ექსკურსიებსა და თეატრებში. ყოველივე ამას ათანხმებს სასწავლებლის ხელმძღვანელთან.
სემესტრის ბოლოს სკოლის დირექტორს წარუდგენს მასალას კლასის ხელმძღვანელთა მუშაობის შესახებ. თუ, სასწავლებელს არ ჰყავს კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორი, მაშინ მის ფუნქციებს ასრულებს
დირექტორის მოადგილე.
მუხლი XVII. დირექტორის
ვალდებულებები 1. სკოლის დირექტორი ვალდებულია დაიცვას თანამშრომელთა და მოსწავლეთა
ინტერესები, იზრუნოს უსაფრთხო, ნორმალური და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის, დაიცვას ეთიკის ნორმები.
2. სკოლის დირექტორის ბრძანების თანამშრომლებამდე, მოსწავლეებამდე და მათ მშობლებამდე მიტანა ხორციელდება სკოლაში თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით. საჭიროების შემთხვევაში სათანადო
კრების მოწვევით.
მუხლი XVIII. უსაფრთხო სკოლა 1. სკოლა (დირექტორის მეშვეობით) ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე
სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე; 2. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის
უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით; 3. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ
საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
4. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების, გარეშე პირების უფლებებისა და თავისუფლებების
არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე: ა) ჯანმრთელობის, სიცოცლის და საკუთრების უსაფრთხოებისა;
ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა; გ) უხამსობის ან ცილიწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების,
დანაშაულისკენ ან ძალადობისკენ წაქეზებისა;
დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.
5. მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ სკოლის
დირექტორის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს მოსწავლეთა ქცევისა და მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის შესაბამისად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის
სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 6. სასკოლო დისციპლინის განმტკიცებისათვის შინაგანაწესით დადგენილი წესების გარდა სკოლაში შექმნილი საერთო მდგომარეობიდან
გამომდინარე შეიძლება სკოლის დირექტორის მიერ დამატებით შემოღებულ იქნეს დროებითი გამკაცრებული წესები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების
პატივისცემას.
7. სკოლას უფლება აქვს მოთხოვოს მოსწავლესა და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე.
8. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.
9. მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ასევე მათ გაერთიანებას აქვთ წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების უფლება,
თუ ეს არაა მიმართული სკოლისა და პიროვნების ღირსების შელახვისაკენ. 10. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას. 11. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ დირექტორის თანხმობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია
სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
12. სკოლა უფლებამოსილია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და გარეშე პირს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
13. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყონებლივ მოახდინოს სათანადო
რეაგირება შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის წესით.
14. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი XIX. დავა 1. დავა არის შრომითი ან სამართლებრივი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ურთიერთობის მხარეთა კანონიერ ინტერესებში. 2. დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებსა და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ იგი. 3. სკოლაში დავების განხილვა ხდება წინამდებარე შინაგანაწესით განსაზღვრული
წესის შესაბამისად, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დავის განხილვის წესი: ა) დავის წარმოშობის დროს მხარე, რომელიც
თვლის რომ მისი უფლებები დაირღვა, წერილობითი საჩივრით მიმართავს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;
ბ) სკოლის დირექტორმა და დავის მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ყველაფერი გადაწყდეს შეთანხმებულად, ინდივიდუალური მოლაპარაკებით.
გ) შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
მუხლი XX. შინაგანაწესის თანმხლები
დოკუმენტები მოსწავლეთა ქცევის კოდექსი. მასწავლებლის ეთიკის კოდექსი; სკოლის
დირექტორის ეთიკის კოდექსი; მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; სტრუქტურული ერთეულების დებულებები; ხელშეკრულება სკოლასა და თანამშრომელს შორის. ყოველივე ზემოთ
ჩამოთვილი წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას.
მუხლი XXI. გარდამავალი
დებულებები 1. შინაგანაწესი ძალაშია მისი პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე განხილვისა და
დამტკიცების დღიდან; 2. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება პედაგოგიური საბჭოს მეშვეობით სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილი ცვლილებების საფუძველზე.
|
|