შპს “ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი

სკოლა-გიმნაზია

 

შპს “ბესიკ ნიპარიშვილი მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის ოფიციალური ვებ გვერდი

მთავარი

ჩვენს შესახებ

პედაგოგები

შინაგანაწესი

მიღწევები

რეიტინგი

ღონისძიებები

მედია

გალერეა

კურსდამთავრებულები

არქივი

  
ამინდი
 

კალენდარი

კონტაქტი

 

საქართველო, კასპი 2600

სააკაძის ქ.#126

ტელ. 8-371-22-47-83 

5-99 36-51-33

ელ-ფოსტა:   

  gimnaziakaspi@gmail.com   

ან   besikniparishvili@mail.ru

 

    ღონისძიებები                                              

 

 

ქართულ-ოსური ურთიერთობა 31.05.2019 - პრეზენტაცია

ჰოლანდიელების სტუმრობა გიმნაზიაში 11.06.2019 წ

ბესიკ ნიპარიშვილი და ანდრე ნიჯსენი გიმნაზიის ოკუპაციის მუზეუმში

განათლებისა და გლობალური გამოცდილების დირექტორი ანდრე ნიჯსენი ჩანაწერს აკეთებს შთაბეჭდილებების წიგნში

ჰოლანდიელი პედაგოგ–ტურისტები სტუმრად გიმნაზიაში

ჩეხეთში ყოფნისას

ნინო ნიპარიშვილი და ნინო იაშვილი პრეროვის გიმნაზიის დირექტორის მეუღლესთან ერთად

ნინო ნიპარიშვილი პრეროვის გიმნაზიის მოსწავლეებთან

საუბრისას

მემორანდუმზე ხელმოწერა

მემორანდუმზე ხელმოწერა

პროექტი – ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად

ანი ბუნტურის ესსე

პრეზენტაცია - ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად

პროექტი - "არა ოკუპაციას!"(2017 წლის მარტი - 2017 წლის ივნისი)

ლიტვის ელჩი გიმნაზიის მუზეუმში

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი

უკრაინის ელჩი მუზეუმში

კასპის რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი მუზეუმში

ლატვიის ელჩი მუზეუმში

თავდაცვის მინისტრი, ბ-ნი ლევან იზორია გიმნაზიის ოკუპაციის მუზეუმში

 

2016 წლის 28 მაისს შსს- საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტისმართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა სკოლებისთვისფარგლებში, საზოგადოება " ბილიკის" წარმომადგენლები და პროგრამის " მომავლის თაობა"-ში  ჩართული შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ(მათ შორის, ჩვენი სასწავლებლიდანაც). სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის უფროსმა ზვიად ნიჟარაძემ გვიმასპინძლა.  საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს კინოლოგიის სამსახური, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. ღონისძიების მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

 

 

2016 წლის 16 მაისს კასპის „ჰაიდელბერგ-ცემენტის ტექნიკური დირექტორი ზაზა სადუნიშვილი(თანამშრომლებთან ერთად) გიმნაზიას სტუმრობდ. მეათე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს მათ გააცნეს ქარხნის მუშაობის თანამედროვე ტექნოლო- გიები და ისაუბრეს ამ სფეროს შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და შესაბამისი დარგების პროფესიონალების მომზადე- ბაზე. ესაა ჰაიდელბერგ- ცემენტისა და გიმნაზიის ერთობლივი თანამშრომლობის დასაწყისი. მომავლისთვის, დაიგეგმა საინ- ტერესო შეხვედრები.

 

 

2016 წლის 11 მაისს საზოგადოება " ბილიკის" პროექტის - " ვიცოდეთ მეტი მომხმარებელთა უფლებებზე", დახურვის ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოვდნენ აქტიური თანატოლგანმანათლებლები, ნახატების " საქართველო და ევროკავშირი" და ფილმების ავტორები. პროექტიმიზანია ხელი შეუწყოს შიდა ქართლის რეგიონში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას ევროინტეგრაციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. ღონისძიებაში მონაწი- ლეობა მიიღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა.

 

 

საუკეთესო ესეს ავტორი ანი ბუნტური , თემით: " ჩემი ევროპული არჩევანი!" 
ფოტო-კონკურსის მონაწილე - მირიან ჩადუნელი. 
კიდევ ერთი წარმატებული გუშინდელი დღე. 

 

 

2016 წლის 10 მაისს, გიმნაზიის IX-X კლასების მოსწავლეთა ინიციატივით აღინიშნა ევროპის დღეები. ბავშვებმა დაამზადეს საინფორმაციო კედლის გაზეთები, მოეწყო ევროპული კუთხე. შემდეგ, ჩატარდა კონფერენცია,სადაც წარმოდგენილ იქნა მოხსენებები ევროკავშირის შექმნის, მისი ისტორიისა და ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ. ნაჩვენები იყო ფილმები ვიზალიბერალიზაციისა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. ღონისძიებას უძღვებოდა მეათე კლასის მოსწავლე ანა ბუნტური. მოწვეული იყვნენ: კასპის საპარლამენტო ოფისის წარმომადგენელი ლელა გიგოლაშვილი და ქალბატო- ნები - ლია სოზიაშვილი და ნინო ბურდული. გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. ღონისძიება აიხურა გიმნაზიის მოსწავლეთა სიმღერებით.

 

 

,,ევროინტეგრაცია საქართველოს გადაწყვეტილი ამოცანაა“-განაცხადა საჯარო ლექციაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, რომელიც გორის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. ლექციას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები, მათი პედაგოგები, გორის უნივერსიტეტების სტუდენტები, რეგიონის ხელმძღვენელი მუშაკები და არასამთავ- რობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ლექციაზე ჩვენი გიმნაზიის რამდენიმე მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგიც ვიყავით.

 

 

 

2016 წლის 23 აპრილს, ქ.გორში გაიმართა დებატების რეგიონალური ტურნირის ფინალური ეტაპი, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის -მომავლის თაობა“ (USAID/PHInternational) ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისთან პარტნიორობით ჩატარდა
ღონისძიების მიზანი იყო - ახალგაზრდებისთვის ლოგიკური მსჯელობისა და სწრაფი აზროვნების უნარის გამომუშავება, დებატების წარმართვის ტექნიკის და მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვის სწავლება.
დებატების ტურნირი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. 2 თვის განმავლობაში სურამის, ხაშურის, ბებნისის, გორის და კასპის სკო- ლების მოსწავლეებს საიას გორის ოფისის იურისტებმა ჩაუტარეს სათანადო ტრენინგები, სადაც ბავშვები გაეცვნენკარლ პოპერისდებატების წესებს. მომდევნო შეხვედრებზე გაიმართა სასწავლო დებატები 5 განსხვავებულ თემაზე. გამოვლინდა 4 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალურ შეხვედრაში.  
დებატებს ესწრებოდნე მოწვეული სტუმრები, პედაგოგები და მშობლები. მსაჯობდნენ:  NIMD-გორის დემოკრატიული სკოლის კოორდინატორი - ზაზა ჭიპაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი, იურისტები:  მაია გრძელიშვილი და მარიამ ბერუაშვილი, „ ქართული მედია-ჯგუფისჟურნალისტი ოთარ კვირი- კაშვილი და მედია-ცენტრის დებატების ტრენერი - თეა ხუროშვილი.                                                                                                              გამარჯვებული გახდა ჩვენი გიმნაზიის გუნდი, რომლის წევრები  წიგნებით, სიგელებითა და სამოქალაქო განათლების ლექსიკო- ნებით დააჯილდოვეს.

 

 

 

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!                  

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები შეუერთდნენ. მეათე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გაიმართა ფილმის ჩვენება, დისკუსია, ფოტოსესია. კასპის მოხალისეთა კლუბის ბავშვებთან ერთად მოეწყო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

 

 

 

 

2016 წლის 3 მარტს, ქ.გორში, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე - "ქალი, წარსული და თანამედროვეობა". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ნინო ნიპარიშვილმა.

 

 

 

შპსბესიკ ნიპარიშვილი” მ/ სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის ოცმა მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო ნიპარიშვილთან ერთად განახორციელა მცირე გრანტის საკლასო პროექტი-წარსულის კვალდაკვალ...“
ბავშვებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებზე. მათ, გააკეთეს პრეზენტაციები კასპის რეპრესირებულ ოჯახთა  შესახებ, რომელთა ტორიები პროექტის მსვლელობისას მოიძიეს.
პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ისტორიის პოპულარიზაცია და მომავალ თაობაში იმ სახელების ცოდნა, რომლებიც რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიკვლიეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ქალაქის ისტორია, ადამიანები - რომლებიც კონკრეტული რეჟიმის მსხვერპლ გახდნენ.  აღსანიშნავია, რომ  კასპიდან 170 ადამიანი იყო რეპრესირებული. მოსწავლეებმა შეაგროვეს მათი ისტორიები, შეხვდნენ მათ შთამომავლებს, მოიძიეს ფოტომასალა. სკოლაში შეიქმნა რეპრესირებულთა მუზეუმი, სადაც კლასის მიერ შეგროვილი მასალაა გამოფენილი. სიმბოლურია, რომ გიმნაზიის შენობა  საბჭთა კავშირის პერიოდში აშენდა, რომელიც მაშინდელ მილიციას ეკუთვნოდა. მასში განთავსებული იყო პატიმრების საწამებელი ბევრი საკანი.
სანამ მუზეუმი საბოლოო სახეს მიიღებდა, განხორციელდა მრავალი საინტერესო პროექტი. ჩატარდა გამოკითხვა-რა იცის მოსახლებამ კასპელი რეპრესირებულების შესახებ. მოეწყო შეხვედრა  შსს-ს არქივის ხელმძღვანელ-ვანო ჯახუასთან, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა არქივში დაცულ მასალების შესახებ. მოსწავლეებმა მოიკვლიეს რეპრესირებულ ოჯახებში დარჩენილი წერილები და ფოტომასალა. გაიმართა ფილმის-მონანიებაჩვენება და დისკუსია. მოეწყო ვიზიტი თბილისის ოკუპაციის მუზეუმში. მოსწავლეებს ჩაუტარ ტრენინგი-ადამიანების უფლებები-ს შესახებ. ბავშვებმა გადაიღეს და დაამონტაჟეს ფილმი, სადაც გამოყენებულია კადრები ზემოთ ხსენებული ფილმიდან. ფილმში არის რეპრესირებული ოჯახის შვილის ინტერვიუ და დადგმული სცენები, რომლებიც ასახავს განვლილ პერიოდს და მას აცოცხლებს მაყურებლისთვის
2016 წლის 25 თებერვალს გიმნაზიის „ბუნკერში“ გავხსენით მუზეუმი, რომლის დაარსებამაც სერიოზული გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია. გახსნის დღეს სასწავლებელს ჰყავდა ბევრი სტუმარი(მათ შორის ჩეხეთიდანაც). მომავალში, მუზეუმი შეივსება უფრო მეტი საინტერესო მასალით. ვფიქრობთ, სხვა საქმესთან ერთად-ეს ხელს შეუწყობს კასპში ტურიზმის პოპულარიზაციას.

 

 

 

2016 წლის 19 თებერვალს პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით შიდა ქართლის 10 სკოლის 28 მოსწავლე იმყოფებოდა(მათ შორის, ჩვენი სასწავლებლიდანაც). ბავშვებმა დაათვალიერეს მოქალა- ქეთა მომსახურების ცენტრი, სასამართლოს შენობა და სხდომების დარბაზები, გაეცნენ სასამართლოში საქმეთა მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებს შენობის  დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდო- მარემ მიიღო, რომელიც ბავშვებს ესაუბრა სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა წიგნიერე- ბის მნიშვნელობაზე, განათლების აუცილებლობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, სწორად გაკეთებულ პროფესიულ არჩევანსა და თითოეული მოქალაქის მნიშვნელოვან როლზე საზოგადოებაში. შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლო ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას - ხელი შეუწყოს მომავალ თაობაში სამართლებრივი უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

 

 

2015 წლის 22 დეკემბერს, კასპის რაიონის სპორტის გაერთიანებების ხელმძღვანელობის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრები კალათბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ - ქვემო ჭალის, დოესის, ახალქალაქ, კასპის მეორე საჯარო სკოლისა და გიმნაზიის გუნდები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ  ქვემო ჭალისა და გიმნაზიის მოსწავლეები. დაძაბულ და საინტერესო თამაშებში გამარჯვება გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა და მესამედ გახდა თასის მფლობელი.  

 

 

 

2015 წლის 17 დეკემბერს, გორის დემოკრატიული   ჩართულობის ცენტრში გაიმართა საზოგადოებაბილიკისმიერ განხორ- ციელებული პროექტის - ერთობადახურვის ცერემონიალი. ღონისძიებაზე შეჯამდა მიღწეული შედეგები. ახალგაზრდებმა გააკეთეს პრეზენტაციები ჯანდაცვის, სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. აღნიშნულ თემატიკაზე გაიმართა ფოტოკონკურსი-გამოფენა, სადაც გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს სიგელებით. ერთ-ერთი იყო ჩვენი გიმნაზიის მეათეკლასელი - მარიამ ლაფერაშვილი.

 

 

 

2015 წლის 2 დეკემბერს შპსბესიკ ნიპარიშვილი” მ/პ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები შეხვდნენ NIMD გორის დემოკრატიული სკოლის ადმინისტრაციულ ასისტენტს ზაზა ჭიპაშვილს. საუბარი გაიმართა სკოლის შესახებ. ბავშვებმა დაათვალიერეს რადიო " მოზაიკა" და შეხვდნენ ჟურნალისტებს
 

 

 

 

2015 წლის 24 ოქტომბერს გიმნაზიის სამოქალაქო განათლების საინიციატივო ჯგუფისა და მოხალისეთა კლუბის ინიციატივით ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება – " მერე რა, რომ მე ვარ გოგო... მეც მაქვს ჩემი დღე...!" საინიციატივო ჯგუფის მოსწავლეებმა მარიამ ხუციშვილმა, მარიამ ბერიანიძემ , ნატ ბაქაქურმა, მარიამ ყაზარაშვილმა და ანა ბუნტურმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, ქალთა უფლებებზე მუსლიმურ ქვეყნებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ქალთა უფლებების დასაცავად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და  ნაადრევი ქორწიების უარყოფით მხარეებზე. პრეზენტაცია გაკეთდა ვარის დირიეზე, რომელიც 3 წლის ასაკში საშინელი ტრადიციის მსხვერპლი გახდა... მოხალისეთა კლუბიდან კასპის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ თამუნა დალაქიშვილმა საინტერესო პრეზენტაცია წამოადგინა ქალთა მიმართ ძალადობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ავღანელ გოგონააიშა მუჰამადაიზე. ნაჩვენები იყო სათანადო ვიდეომასალა. პროექტი ორიენტირებული იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე. აღიშნულ ღონისძიებაზე გიმნაზიის საინიციატივო ჯგუფის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს საინტერესო პერფორმანსისოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ გოგოებს! ღონისძებას ესწრებოდნენ გიმნაზიისა და კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეე- ბი, ფსიქოლოგი მაია ნონიაშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში სანდრო გზირიშვილი, ქალბატონებილია სოზიაშვილი და ნინო ბურდული. ღონისძიება ჩატარდა პროგამის " მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელიც ხორცილედება ორგანიზაცია PH international აშშ საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

 

2015 წლის 17 ოქტომბერიმნიშვნელოვანი და თბილი დღესასწაული კასპობა!   საინტერესო და ულამაზესი გამოფენები, კონცერტი, წარმატებული მეთორმეტე კლასელების დაჯილდოვება... გიმნაზიის სამოქალაქო განათლების საინიციატივო ჯგუფის მოსწავლეები კასპელების წინაშე ფლეშმობით წარსდგნენ.

 

 

2015 წლის 12 ოქტომბერს, შპს "ბესიკ ნიპარიშვილი" მრავალპროფილიან სკოლაგიმნაზიაში მე-10 კლასის საკლასო პროექტისმშვიდობიანი სამყარო-ჩვენი არჩევანიფარგლებში ჩატარდა მშვიდობის საერთაშორისო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება.
საკლასო პროექტი 21 სექტემბერს დაიწყო და მის ფარგლებში, მოსწავლეების ინიციატივით მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, მოეწყო მსვლელობა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ქალაქში მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი ბარათები დაარიგეს და სპეციალურ პოსტერზე მოქალაქეებს საკუთარი გზავნილები დააფიქსირებინეს. სკოლაში მოიწვიეს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურისტი სოფო ქურთაული, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგი - „ ადამიანის უფლებები, როგორც ძირითადი სამოქალაქო სამართალი“. მოსწავლეები ეწვივნენ კასპის მაჟორიტარ დეპუტატ - სანდრო გზირიშვილს და მასთან  ისაუბრეს დემოკრატიის არსსა და ღირებულებებზე. საკლასო პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები იმ ადამიანებზე, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით მსოფლიომშვიდობის დაცვის საქმეში. ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო მისიებზე და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებზე. მოეწყო ფილმის ჩვენება ირენ სანდლერზე. ღონისძიების მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ნაწილი იყო ავღანე- თის სამშვიდობო მისიის თემა. გიმნაზიის მოსწავლეებმა ისაუბრეს იქ დაღუპულ გმირებსა და კასპელი რამაზ გოგიაშვილის შესა- ხებ. წაიკითხეს წერილები, რომლებიც მათ სამშვიდობო მისიით წასულ ჯარისკაცებს გაუგზავნეს შემდეგი გზავნილით - მომავ- ლის თაობას თქვენი იმედი აქვს“. მოსწავლეებმა თხოვნით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რათა წერი-ლები ადრესატებამდე მისულიყო. ღონისძიების პარალელურად, მშვიდობის თემაზე მოეწყო ნახატების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდა ავღანეთში დაღუპული გმირის-რამაზ გოგიაშვილის მეუღლე, რომელმაც მადლობა გადაუხადა თითოეულ მოსწავ- ლეს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა მათ.

 

 

 

2015 წლის 21სექტემბერს, ჩვენი ასწავლებლის სამოქალაქო განათლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს კასპელებს. მოსწავლეებმა მოაწყეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, მოსახლეობას დაურიგეს თვითნაკეთი ფლაერები, უსურვეს მშვიდობა, მეტი პოზიტივი და ღიმილი. ამ აქციით დავიწყეთ მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირე- ული. ღონისძიება ჩატარდა პროგრამის " მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

 

 

2015 წლის 8 ივლისს ჩატარდა გასვლითი ღონისძიება ბორჯომში.   პროგრამაში - “მომავლის თაობა" ჩართული სკოლების მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი სასწავლო წლის აქტოვობები, გამოკვეთეს პრობლემები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

 

 

2015 წლის 14 ივნისს, შპს "ბესიკ ნიპარიშვილი" მ/პ სკოლა- გიმნაზიამ თბილისში მომხდ რი სტიქიით დაზარალებულთათვის შეაგროვა პირველადი მოხმარების საგნები.. აქციაში დიდი წვილი შეიტან გიმნაზიის სამოქალქო განათლების საინიციატივო ჯგუფმა . შეგროვილი ნივთები წაღებული იქნა ქ.კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საიდანაც უზრუნველყოფენ მის თბილისში გადატანას.

 

 

 

2015 წლის 11 ივნისს, ქ.გორში გაიმართა პროგრამის " მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება.
სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გააკეთეს პრეზენტაციები სასკოლო პროექტების შესახებ, რათა მოეპოვებინათ მცირე გრანტი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტი -ვობების შესახებ ისაუბრა რეგიონის კოორდინატორმა. პროექტის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის სერიფიკატები გადაეცათ შიდა ქართლის მთავრობის წარმომადგენლებს და პედაგოგებს. ჩვენი სასწავლებელი კი დააჯილდოვეს „ლეპტოპით“.  

 

 

 

2015 წლის 19 მაისს შპს "ბესიკ ნიპარიშვილი” / სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების საინიციატივო ჯგუფის სურვილი- თა და გიმნაზიის დირექციის ხელშეწყობით სკოლაში სტუმრად გვეწვია საქართველოს სახალხო არტისტი - ბატონი ლეო ანთაძე. ის მოსწავლეებს ესაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, შემოგვთავაზა სხვა და სხვა მოკლე თეატრალური წარმოდგენა. დასასრულს, მოსწავლეებმა არა ერთი კითხვა დაუსვევს მსახიობს, რომელმაც ამომწურავი პასუხი გასცა ბავშვებს. ღონისძიებამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის დირექციასა და მსახიობს - საინტერესო საღამოსთვის.

 

 

2015 წლის 27 აპრილს შპს "ბესიკ ნიპარიშვილი" მ/პ სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში თემაზე-"პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი." მოწვეული იყვნენ სამოქალაქო განათლების კოორდინატორი შიდა ქართლში - ლელა წურწუმია, საზოგადოება "ბილიკის" წარმომადგენელ - ლია გორელიშვილი და  პროგრამაში - "მომავლის თაობა" ჩართული შიდა ქართლის სკოლების 18 პედაგოგი.

 

 

ჩენი სკოლის სამოქალაქო განათლების საინიციატივო ჯგუფის მეათე კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტის, "ჯანსაღ სხეულში- ჯანსაღი სულია!" განხორციელება. ეს არის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ეტაპი. პრეზენტაციები გაიმართა თამბაქო , ნარკოტიკ ისა და ალკოჰოლის უარყოფით და  ვარჯიშის , ცურვ ის , ჯანსაღ კვ ისა და ნორმალური ძილ დადებით ზეგავლენაზე ადამიანების მიმართ. ღონისძიებას ესრებოდნენ: კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელ - ბატონ გოჩა გოჩიტაშვილი, კასპის მაჟორიტარ დეპუტატ საკრებულოში - სანდრო გზირიშვილ , ფსიქოლოგი მაია ნონიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები  და სხვები.

 

 

 

 

 

 

 

© 2011 კასპის მრავალპროფილიანი

სკოლა-გიმნაზია

 ყველა უფლება დაცულია

 

Designed By: SEU Development