შპს “ბესიკ ნიპარიშვილი” მრავალპრიფილიანმა სკოლა-გიმნაზიამ პირველი ლიცენზია აიღო და დაფუძნდა 1994 წლის 24 აგვისტოს. 1999 წლის 9 დეკემბერს სასწავლებელმა მიიღო მეორე ლი-ცენზია განათლების სამინისტროსგან
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებელია ბესიკ ნიპარიშვილი. სასწავლებლის დაარსებას დიდი დახ-მარება გაუწიეს ბატონებმა: გია ციხისთავმა (კასპის რაიონის მაშინდელი
გამგებელი), იოსებ თავ-შავაძემ(კასპის რაიონის მაშინდელი გამგებლის პირველი მოადგილე) და ენგურ ქურციკიძემ (განათლების სამინისტროს მაშინდელი სკოლების სამმართველოს უფროსი). სკოლა-გიმნაზიამ საქმიანობა
დაიწყო კასპის ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობაში 86 მოსწავლით. პირველ სას-წავლო წელს მივიღეთ I, II, V, VI, VII და IX კლასების მოსწავლეები. აღნიშნულ შენობაში სკოლა 4 წელს მუშაობდა. მეხუთე სასწავლო წლიდან
2014 წლის დეკემბრის ჩათვლით გიმნაზია განთავ-სებული იყო კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების ჭიდაობის სპორტ-სკოლის სასტუმროს სამსართულიან შენობაში. 2014 წლის მეორე სემესტრიდან გიმნაზია
მუშაობს საკუთარ შენობაში. სასწავლებელმა უკვე მოიპოვა მაღალი რეიტინგი რაიონსა და საგანმანათლებ-ლო სივრცეში ქვეყნის მასშტაბით. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადებში და წარმატებითაც, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული გვაქვს პრემია - 4000 ლარი(2009 წლის ივნისში) და 3000 ლარი(2011 წლის მაისში). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
2009 წელს XII კლასელმა ლია ჟორჟიკაშვილმა საქართ-ველოს მასშტაბით I ადგილი დაიკავა ქიმიასა და ბიოლოგიაში, რისთვისაც განათლებისა და მეც-ნიერების სამინისტრომ გადასცა 2000 ლარი. 2011 და 2013 წლებში გიმნაზიის
იმდროინდელი მე-ათე კლასების მოსწავლეები: გიორგი ჩადუნელი და მარიამ გოჩიტაშვილი გამოძახებულ იქნენ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ კონკურსზე, რომლებმაც სათანადო კონკურენ-ცია ვეღარ გაუწიეს
ჩვენი ქვეყნის მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს. ბავშვები სერიოზულ შედე-გებს აღწევენ ინგლისური ენის ცოდნის სხვადასხვა კონკურსებში. FLEX(ლიდერის) პროგრამით, 2009-2010 საწავლო წელს, XII კლასელი გიორგი
ნონიაშვილი, 1 სასწავლო წლით, ამერიკული მხა-რის დაფინანსებით, სწავლობდა აშშ-ში. ამავე პროგრამით, ისევ ამერიკის დაფინანსებით 2011-2012 სასწავლო წელს აშშ-ში ისწავლეს გიმნაზიის XI კლასელებმა: ომარ
ლომიაშვილმა და რევაზ ტყემა-ლაძემ. 2012-2013 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასელებმა: თინათინ ბახტაძემ, გიორგი ჩადუნელ-მა და ილია წიკლაურმა. 2013-2014 სასწავლო წელს იგივე პროგრამით აშშ-ში სწავლობს მეთორმე-ტე
კლასელი ნინო ლობჟანიძე. 2022 წლის აპრილში სასწავლებლის მეთერთმეტე კლასელმა მოს-წავლეებმა მარიამ გაბოშვილმა და სალომე პავლიაშვილმა მოიპოვეს უფლება იგივე პროგრამით აშშ-ში ერთი სასწავლო წლით სწავლებისა. სასწავლებლის კურსდამთავრებულები ყოველწლიუ-რად წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად. 2009-2021 წლებში გვყავდა 2 ოქროსა და 14 ვერცხლის
მედალოსანი მოსწავლე. მათგან, უმაღლეს სას-წავლებელში 12 ჩაირიცხა სახელმწიფო 100%-იანი დაფინანსებით და 4 კი - 70%-იანი დაფინანსე-ბით. გიმნაზიას აქვს საკუთარი, თანამედროვე ტიპის ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია-ანატომიის
ლა-ბორატორია, I-II კლასების მოსწავლეთათვის კლას-კაბინეტი, კომპიუტერული კლასი (15 ერთეუ-ლი კომპიუტერით ჩართული ინტერნეტ-ქსელში), 15 ცალი ნეტბუკი პირველკლასელთათვის, სასკოლო ფაბრიკიდან შეძენილი
მოსწავლეთა მერხები და სკამები(ასაკობრივი შესაბამისობის მიხედვით), დაფები, კარადები, სამასწავლებლოსა და დირექტორის კაბინეტის მოწყობილობები და საკმაოდ ბევრი მასალა როგორც მოსწავლეთათვის, ისე პედაგოგების
პროფესიული განვითა-რებისთვის. გიმნაზიას აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ტიპის სპორტული მოედა-ნი. გიმნაზიაში არის ადაბტირებული გარემო ინკლუზიური სწავლებისათვის. სასწავლებელს ამჟამად ჰყავს 4 მასწავლებლობის მაძიებელი, 4 წამყვანი და 12 უფროსი სტატუსის პედაგოგი.